გამოყენების პირობები

GasBro-ს საცდელი ვერსია · 5 სექტემბერი, 2026.

საინფორმაციო შედარება

GasBro აჩვენებს ოფიციალურ წყაროებზე ნანახ ფასებს და მათ შემოწმების დროს. ეს არ არის საწვავის გაყიდვის შეთავაზება ან კონკრეტულ სადგურზე ფასისა და მარაგის გარანტია. საბოლოო ფასი და მომსახურების პირობები სადგურზე გადაამოწმე.

გამოთვლები

კალკულატორი იყენებს შენ მიერ შეყვანილ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში შემოწმებულ ფასებს. შედეგი საორიენტაციოა; არ ითვალისწინებს ყველა შესაძლო ხარჯს ან ფასდაკლებას.

Google Maps

რუკის ფუნქციის გამოყენებით გეხება Google Maps / Google Earth-ის დამატებითი გამოყენების პირობები. Google-ის მონაცემთა დამუშავება აღწერილია Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და GasBro-ს აღწერაში.

ძიება შეზღუდულია 5 კმ რადიუსითა და Google-ის მაქსიმუმ 20 შედეგით, საიდანაც ვარჩევთ ექვსი ქსელის სადგურებს. ეს არ არის ყველა ახლო სადგურის სრული კატალოგი.

წყაროები და ბრენდები

GasBro დამოუკიდებელი აგრეგატორია. კომპანიების სახელები და ლოგოები მათ მფლობელებს ეკუთვნის; ჩვენთან გამოჩენა პარტნიორობას ან რეკომენდაციას არ ნიშნავს. იხილე წყაროები და მონაცემთა განახლების მეთოდი.

ჩასხმამდე ფასი და პირობები გადაამოწმე სადგურზე.