კონფიდენციალურობა

ამ საცდელი ვერსიის მონაცემთა დამუშავების აღწერა. განახლებულია: 5 სექტემბერი, 2026.

ფასები და კალკულატორი

ფასების დასათვალიერებლად ანგარიშის შექმნა არ გჭირდება. კალკულატორში შეყვანილი რაოდენობა, ბიუჯეტი და საშუალო წვა ბრაუზერში მუშავდება; GasBro-ს აპლიკაცია მათ სერვერზე არ აგზავნის. საწვავისა და ბრენდის ფილტრი შეიძლება გვერდის მისამართში გამოჩნდეს, მათ შორის გაზიარებისას.

მდებარეობა და Google Maps

რუკის ძებნა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა მდებარეობის გაზიარებას დააჭერ და ბრაუზერში ნებართვას მისცემ. ძებნისთვის კოორდინატები გადაეცემა Google Maps-ს. GasBro მათ ბაზაში, სტატიკურ ფაილში ან ბრაუზერის მუდმივ საცავში არ ინახავს; მიმდინარე გვერდი მათ დროებით მეხსიერებაში იყენებს.

მარშრუტის ბმულის გახსნა გადაგიყვანს Google Maps-ზე. Google-ის მომსახურებას ვრცელდება Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებართვის გაუქმება შეგიძლია ბრაუზერის საიტის პარამეტრებიდან. ფასების გვერდი მდებარეობას არ ითხოვს.

საიტის მიწოდება

საიტი იტვირთება Cloudflare-ის საშუალებით; ჰოსტინგის ინფრასტრუქტურამ შეიძლება დაამუშაოს მოთხოვნის ტექნიკური მონაცემები, მათ შორის IP მისამართი და ბრაუზერის ინფორმაცია, მიწოდებისა და უსაფრთხოებისთვის. შრიფტები იტვირთება Google Fonts-იდან, რის გამოც ბრაუზერი Google-ის სერვერებსაც უკავშირდება. იხილე Cloudflare-ის პოლიტიკა და Google Fonts-ის კონფიდენციალურობის ინფორმაცია.

ამ ვერსიის ფარგლები

GasBro-ს ამ ვერსიას არ აქვს მომხმარებლის პროფილი, ჩასხმების პირადი ისტორია, სარეკლამო პიქსელი ან კალკულატორის შედეგების სერვერული შენახვა. ახალი ფუნქციის დამატებისას ეს აღწერაც უნდა განახლდეს.

ჩასხმამდე ფასი და პირობები გადაამოწმე სადგურზე.